28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და აქედან გამომდინარე იყენებს ვეტოებს - სოფიო კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსზე, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ვეტოს დაძლევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის არგუმენტები დეტალურ განხილვას საჭიროებს.

თუმცა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვეტოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით იყენებს.

„აუცილებელია წავიკითხოთ, გავითავისოთ ზუსტად რა წერია იმ არგუმენტებში, თუ მისაღებია რა თქმა უნდა, მივიღოთ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ასეთი გახშირებული ვეტოები ზოგადად არ არის მიზანშეწონილი და ეს უფრო მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და აქედან გამომდინარე იყენებს ვეტოებს,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები