18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ქობულეთში ნასვამმა პოლიციელმა მოქალაქეს ესროლა

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთში. რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პილიციელმა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით გაისროლა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა და არ დაშავებულა.

რომან ქათამაძე ყვება, რომ ამ შემთხვევას წინ უძღვოდა ინციდენტი. 2 დღის წინ იგივე პოლიციელმა მას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა გახდა პოლიციელის ამ ქმედებების მიზეზი.

ქათამაძე და მისი ახლობლები მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს და დამატებით დეტალებს არ ახმაურებენ.

დღის ამბები