17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები ისლანდიიდან, სადაც 22 წლის ნიკა ბეგაძეს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს

პირველი და ექსკლუზიური კადრები ისლანდიიდან, სადაც 22 წლის ნიკა ბეგაძეს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა, გულფოსის ჩანჩქერში 4 დღის წინ ჩავარდა.

ჩანჩქერის კადრებში, რომელსაც ადგილობრივები „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ, ჩანს, რომ ის საკმაოდ ღრმა და ყინულიანია, რის გამოც მამაკაცის ცოცხლად გადარჩენას გამორიცხავენ. სამართალდამცველების განცხადებით კი, ცხედრის პოვნის შანსი მინიმალურია.

ვიდეომასალა და ფოტოები ისლანდიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გადაიღეს. მათი თქმით, ჩანჩქერთან მათი ყოფნის დროს არ შეუმჩნევიათ სამძებრო ღონისძიებები. 

საქართველოს კონსული ისლანდიაში ქეთა მარკოზია აცხადებს, რომ ახალგაზრდა ბიჭის ძიება მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები