23 დეკემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მილიონებად შეფასებული გარიგება 2 მინისტრს შორის - ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან შსს 176 მანქანას ყიდულობს

სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია იბერია ავტოცენტრისგან შინაგან საქმეთა სამინისტრო 176 მანქანას ყიდულობს. კომპანია ბიუჯეტიდან 8 642 860 ლარს მიიღებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სპორტის მინისტრის კომპანია უკონკურენტო იყო და პოლიციის ავტომობილების შესყიდვაზეც ექსკლუზიური უფლება მისმა კომპანიამ მოიპოვა.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ფორდის მარკის ავტომობილები 9 მილიონ ლარად იყიდა. ტენდერი 2014 წლის 28 აპრილს ჩატარდა, თუმცა მონაწილეობის უფლებაც და გამარჯვებაც ერთადერთმა კომპანიამ,  შპს ჯი-თი მოტორსმა მიოპოვა. ახლა ირკვევა, რომ 2014 წელს ნაყიდი მანქანები არ გამოდგა.

ჯი-თი მოტორსის წილის მფლობელები, გიორგი გველესიანი და თემურ უსტიაშვილი, ქართული ოცნების შემომწირველები არიან. საპარლამენტო არჩევნების წინ მათ მმართველი პარტიის ანგარიშზე 60-60 ათასი ლარი შეიტანეს.

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, ამბობს, რომ 9 მილიონად ნაყიდი 160 მანქანიდან უმეტესობა ახლა გაჩერებულია. ფორდის ავტომობილები ზედმეტად ხარჯიანი გამოდგა, რის გამოც ძვირადღირებული ავტოპარკი ისევ ჩანაცვლებას საჭიროებს.

დღის ამბები