17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ჩვენი პოლიტიკა დღეს არის უმოქმედობის პოლიტიკა - ექსპერტები აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს აფასებენ

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს ანალიტიკოსები აფასებენ. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის გამო, საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელია და ხელისუფლებამ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ საქართველომ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დონეზე უნდა გაააქტიუროს.

„სწორედ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა და საქართველო უნდა იყოს, რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს, რუსეთსა და აშშ-ს შორის თემა. ამის გარეშე, საქართველოს ტერიტორიები დეოკუპაცია, მათი რეინტეგრაცია, საქართველოს წარმატება, ეკონომიკური განვითარება, წარმოუდგენელია,“ - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის" ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლების პოლიტიკა არასწორია, რადგან მაქსიმალურად ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს და ამას ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს. მისი თქმით, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტში საქართველო უფრო დიდი დოზით უნდა იყოს ნახსენები და ძირითადი აქცენტი უკრაინაზე არ უდნა იყოს გაკეთებული. ამ საკითხის წინ წამოსაწევად კი ქმედებები ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა.

„ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ და გავაკეთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პოლიტიკა დღეს არის უმოქმედობის პოლიტიკა. ანუ გამოვაკლდეთ ყველაფერს, რასაც კი პოლიტიკური ელფერი აქვს, რათა არ გავაღიზიანოთ რუსეთი და ვიყოთ ჩუმად და საერთოდ დავიკარგოთ რადარებიდან. სამწუხაროდ, ამას თითქმის მიაღწიეს,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები