17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, მე არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოებინა Black Sea Arena-ზე," - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციას Black Sea Arena-ზე ღირსების ორდენის გადაცემის საშუალება არ მიეცა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა დღეისთვის დაგეგმილი კონცერტის შემდეგ სცენაზე უნდა დაეჯილდოვებინათ, თუმცა ორდენის გადაცემა მას ბათუმში მოუხდა.

თეონა ცირამუა ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდა.

„მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena-ზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, მე არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოებინა Black Sea Arena-ზე,​ ამიტომ სწორედ მოხდა აქ ჯილდოს გადაცემა. მე ვფიქრობ, თეონა ცირამუა იმსახურებდა მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ჯილდოს მიღებას,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცერემონიას ესწრებოდა ქეთი მელუაც. გორის ქალთა კაპელა და ქეთი მელუა ბლექსი არენაზე დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

„ეს ჯილდო ჩემთვის არის ძალიან  დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი სიხარული,“ - აღნიშნავს თეონა ცირამუა.

დღის ამბები