17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები - აღმაშენებელზე ე.წ. ქართველთა მარშის წევრები შეკრებას იწყებენ

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში ე.წ. ქართცელთა მარშის წევრები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მისულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ცოტა ხნის წინ დაგეგმილ აქციებს საპატრიარქოც გამოეხმაურა და ორივე მხარეს აქციისგან თავის შეკავება ურჩია.

როგორც ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ  აღმაშენებლის გამზირზე იმყოფება, განაცხადა, საპატრიარქოს პოზიცია მისთვის უცნობია.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, აღმაშენებლის გამზირზე ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

ტერიტორიაზე სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. პოლიციელები იმყოფებიან როგორც აღმაშენებლის გამზირზე, ისე მიმდებარე ქუჩებსა და სკვერებში.

"ევროპული საქართველოს" აქცია საღამოს 08:00 საათზეა დაგეგმილიო ხოლო ე.წ. ქართველთა მარშის წევრების ნაწილი ამ დროისთვის უკვე იკრიბებიან აღმაშენებლის გამზირზე.

ჩატარდება თუ არა აქციები დღეს,  ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები