17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში

აშშ-ის კონგრესში ორ დღეში კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გადის, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში კრემლის ქმედებების გამო, მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. დოკუმენტი ფინანსური მხარდაჭერის ელემენტსაც მოიცავს და კრემლის ზეწოლის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხარდასაჭერად 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტში რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობისთვის, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა დ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის აკრიტიკებენ.

დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და შეწყვიტოს ამ ქვეყნების არჩეული ხელისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები. ოპოზიცია მხარდამჭერ კანონპროექტს ხელისუფლების დამსახურებად არ მიიჩნევს.

ხელისუფლება კი ამ ფაქტს მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები