23 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

„ევროპული საქართველო“ დღეს აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი მსვლელობის თაობაზე საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა, რომ ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, აქციას - „ არა რუსულ ფაშიზმს“ ძალადობრივი ხასიათი არ აქვს.

„თავშეკავება, პირველ რიგში, მართებთ იმ ადამიანებს, იმ ფაშისტებს, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება განვახორციელოთ და გავიაროთ აღმაშენებლის მოედანზე. რამდენიმე კვირის წინ იყო, როცა ამ პროპუტუნისტურმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს მსგავსი მანიფესტაცია, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მათ მიმართ, ჩვენ პრეტენზია მათ კონსტიტუციურ უფლებასთან, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ, არ გვქონია. შესაბამისად, დღეს ჩვენ გავივლით აღმაშენებლის გამზირზე და ჩვენ ვიქნებით უფრო მეტნი და ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ფაშისტური ძალები ვერასდროს ვერ გაიმარჯვებენ,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და "ევროპულ საქართველოსა" და ე.წ. ქართველთა მარშს აქციის ჩატარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები