17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური დახმარება და უკიდურესი გაჭირვება - მარტოხელა პენსიონერი შველას ითხოვს 

ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი შველას ითხოვს. სოციალური დახმარების მოხსნის შემდეგ, გულის დაავადების მქონე 67 წლის ნარგიზა ჩოგოვაძეს არც საკმარისი საკვები და არც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის საშუალება აქვს.

სოციალური მომსახურების სააგენტომ გაჭირვებაში მცხოვრები, ყოველთვიური 60 ლარიანი შემოსავალის გარეშე დატოვა. ამის მიზეზად კი, მაღალი სარეიტინგო ქულა დაუსახელეს.

ნარგიზა ჩოგოვაძის პრეტენზიები გაუგებარია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, აღუდგება თუ არა დახმარება ნარგიზა ჩოგოვაძეს. სტატისტიკის მიხედვით, კი გასულ წელს საარსებო შემწეობა 66 ათას ადამიანზე მეტს შეუჩერდა. ხოლო 2017 წლის 4 თვის მონაცემით სოციალური დახმარება 33 ათას პირს შეუწყვიტეს, რაც გასული წლის საერთო მაჩვენებლის ნახევარია. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები