17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
სტუდენტები განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ - ახალგაზრდები სასამართლოს მიმართავენ

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ და შემდეგ მის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს ცენტრის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ახალგაზრდებს ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეაქვთ. სტუდენტების ნაწილს კომისიის წევრების მხრიდან მათი შეფასება არ აკმაყოფილებთ და გამიზნულად მათ დაბლოკვასაც ეჭვობენ.   

ერთ-ერთი სტუდენტი გეგა სალუქვაძე ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლის დაწყებიდან მეორე წელს, საქართველოდან სრული დაფინანსება ვეღარ მიიღო დიპლომის გარეშე დარჩა. სტუდენტი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ანალოგიური ვითარებაა ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქარმან მამედოვის შემთხვევაშიც. ქამრან მამედოვი საერთაშორისო განათლების ცენტრმა ორი წლის წინ დაფინანსების გარეშე დატოვა. მან სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ცენტრისთვის ჩივილს აპირებს ჟურნალისტი თაკო კიკაჩეიშვილი. ის კომისიის შეფასებამ არ დააკმაყოფილა.

თავად განათლების საერთაშორისო ცენტრში კი განმარტავენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ქონია.

განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაარსდა. ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით, ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. წელიწადში ცენტრს საშუალოდ 100 ბენეფიციარი ჰყავს და სპეციალური კომისია ადგენს ვისი სწავლა დაფინანსდეს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები