17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მორიგი გატაცება - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან ორი ქართველი გაიტაცეს

მორიგი გატაცება - რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი სოფელ ბერშუეთიდან გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი სოფელი ბერშუეთის მკვიდრია, ხოლო მეორე სოფელ ზერტის.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სოფელ ბერშუეთში მდებარე სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

სავარაუდოდ, ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. ამ დრომდე ცხინვალიდან გატაცებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია.

დღის ამბები