17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მარჯანიშვილზე ვითარება დაიძაბა - ე.წ. ქართველთა მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირნენ

ამ წუთებში მარჯანიშვილზე რკინიგზელთა სახლთან ვითარება დაძაბულია, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილეები მივიდნენ. სანდრო ბრეგაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ დაანონსებული კონტრაქცია აღარ გაიმართებოდა, თუმცა მოულოდნელად კვლავ აღმაშენებლის გამზირზე მიბრუნება გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

ადგილზე ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეძახილები "მკვლელებო, მწამებლებო, ჯალათებო," და ე.წ. ქართველთა მარშის წევრები სამართალდამცველებს ბოთლებსა და ცოცხებს ესვრიან.

დღის ამბები