17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ანტისანიტარია გამგეობის მიერ გამოყოფილ ოთახში - თოდაძეების უსახლკარო ოჯახი დახმარებას ითხოვს

ღია ცის ქვეშ დარჩენილი თოდაძეების ოჯახი, სადაც უმძიმესი დიაგნოზის მქონე მოზარდი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამა ცხოვრობს, სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინშია.

ოჯახმა ბევრი საცხოვრებელი შეიცვალა, ღია ცის ქვეშაც ცხოვრობდა, ბოლოს კი მეზობელმა შეიფარა, თუმცა 2 თვეში სახლი უნდა დაცალონ და თუკი ისევ ვინმე არ შეიფარეს, ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდება.

ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, ასევე წელიწადში ერთხელ მოზარდს გამგეობა 200 ლარით ეხმარება.

ოთახი, რომელიც ოჯახს გამგეობამ დაუთმო, საცხოვრებლად არ გამოდგება. იქ არ არის დენი, წყალი და ანტისანიტარიაა. საერთო საცხოვრებელში ოთახს ნაგავსაყრელად იყენებენ.

თუმცა, მოგვიანებით გამგეობაში პირობა დადეს, რომ ოჯახს დაეხმარებიან აგვისტოს შუა რიცხვებში ისეთი ოთახით, სადაც მათ შეეძლებათ ცხოვრება.

ავტორი: სალომე ბეჟანიძე. 

დღის ამბები