17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
"საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა," - გიორგი კვირიკაშვილი

„"საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა," - ეს განცხადება პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქველმოქმედო სასტუმრო „სნოს“ გახსნაზე გააკეთა.

პრემიერმა ყურადღება საქართველოში არსებულ სახელმწიფო წყობასა და ეკლესიაზეც გაამახვილა. 

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან საქართველოს ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა რეგიონში მთის გაძლიერებისა და ზამთრის კურორტების განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

დღის ამბები