17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პოლონეთის პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტს ვეტოს დაადებს. გადაწყვეტილება ანჟეი დუდამ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. პრეზიდენტის თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები იურისტებთან გაიარა და კანონპროექტს განსახილველად სეიმში დააბრუნებს.

რეფორმა პოლონეთში უზენაესი სასამართლოს საქმიანობსს მნიშვნელოვნად ზღუდავს, რაც ოპონენტების შეფასებით, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას უთხრის ძირს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ევროკომისია ვარშავას ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერებითაც კი დაემუქრა.

დღის ამბები