17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - თეთრი სახლის კომუნიკაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის განმარტება

თეთრი სახლის კომუნიკაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეცდა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია განმარტა.

The New York Times-ის ჟურნალისტებმა ენტონი სკარამუჩის მას შემდეგ მიმართეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებები გააკეთეს. სკარამუჩი ამბობდა, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, პრეს მდივნის, სარა სანდერსის განცხადებით კი, დონალდ ტრამპი კანონპროექტის არსებულ ვარიანტს მხარს უჭერს.

გაუგებრობის შემდეგ, სკარამუჩიმ ჟურნალისტებს ურჩია, სანდერსის განცხადებით იხელმძღვანელონ. რუსეთის წინააღმდეგ ახალ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა კენჭს ხვალ უჭრის.

დღის ამბები