17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
თავდასხმა მოქალაქეებზე ელექტრო ხერხით - დაშავებულებიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია

შვეიცარიელი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც ქალაქ შაფჰაუზენში მოქალაქეებს ელექტრო ხერხით დაესხა თავს. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან თეთრი ფერის ავტომობილით მიიმალა. სამართალდამცველების განცხადებით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. გერმანიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქის ცენტრი ამ დრომდე გადაკეტილია. სამართალდამცველებთან და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად ადგილზე ავიაციაც პატრულირებს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ შემთხვევის ადგილს.

დღის ამბები