17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
გატაცება სოფელ ბერშუეთიდან - ორი ქართველის შესახებ ოჯახებს ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ქართველები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. ქართველების გატაცება სოფელში მდებარე სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიზე მოხდა. 

ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე თამუნა ცერცვაძე ყვება, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და იქ მოხდა ორი ქართველის დაკავება.

ერთ-ერთი გატაცებულის მეუღლე აცხადებს, რომ არც ოკუპანტი ქვეყნიდან და არც ქართული მხრიდან ოჯახებს არავინ დაკავშირებია. შესაბამისად, თამუნა ცერცვაძე ამბობს, რომ ახალი ინფორმაცია მეუღლის შესახებ არ აქვს.

„რომ დავურეკე მერე, სამებაში ვარო. ძმაკაცები შევიკრიბეთ და საქეიფოდ ვარო. 4 საათი იყო უკვე, გადიოდა ზარი და არ პასუხობდა. დაუნახავთ სოფლის მოსახლეობას, ჩვენ ტერიტორიაზე როგორ გადმოსულან რუსი ოკუპანტები და როგორ წაუყვანიათ და დანარჩენი არაფერი არ ვიცით. არავისთან არ დავკავშირებივარ. არც თვითონ არ მოსულა. დღეს არანაირი ინფორმაცია აღარ მიმიღია,“ - განაცხადა თამუნა ცერცვაძემ.

დღის ამბები