17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
აჭარის პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის დააკავა

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დააკავა.

პოლიციელი თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით გაისროლა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა და არ დაშავებულა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს ა.დ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”

დღის ამბები