17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
რუსეთი ამზადებს თავის სამხედრო კორპუსს, თუ რა მარშრუტით შეიძლება შემოიჭრას არაოკუპირებულ ტერიტორიაზე - დიმიტრი შაშკინი

„რუსეთი ამზადებს თავის სამხედრო კორპუსს, რომელიც ახლა არის ცხინვალში, თუ რა მარშრუტით შეიძლება შემოიჭრას არაოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელმა, დიმიტრი შაშკიმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყებაზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარ ზრახვებს არც მალავს და ნათელ მესიჯებს უგზავნის ამ წვრთნებით როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს. 

„რუსეთს აქვს ინტერესი და ეს უკვე არის არა მარტო საქართველო, ეს ინტერესი არის ირანი. რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს მესიჯი არის აზერბაიჯანისთვის, ეს წვრთნები, ირანისთვის ისინი არ მალავენ, რომ აინტერესებთ დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთში „გიუმრის“ ბაზაზე გასასვლელად. ამისთვის ისინი ემზადებიან და არც მალავენ. მე მგონი, ერთადერთი, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას არ ხედავს, ეს არის ჩვენი მთავრობა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

მისი აზრით, დღევანდელი სიტუაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან 2012 წლის შემდეგ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო ბერკეტები დაკარგა.

„ყველაფერი, რაც ხდება, ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება, ეს წვრთნები, ეს არის შედეგი „ქართული ოცნების პოლიტიკის. რუსეთი გეგმაზომიერად აკეთებს იმას, რაც უნდა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები