17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ტრეფიკინგის პრევენცია - ”გირჩი” პროსტიტუციის ლეგალიზაციას ითხოვს  

”გირჩი” პროსტიტუციის ლეგალიზაციას ითხოვს. ახალ პოლიტიკურ ცენტრში განმარტავენ, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის. ”გირჩი” საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგნეს.

პოლიტიკურ ცენტრში ხელისუფლებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელიან და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძალადობის ფაქტების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს და მხარდაჭერას არ აპირებს მმართველი პარტია.

დაუჭერენ თუ არა ”გირჩის” ინიციატივას მხარს ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ გადაუწყვეტიათ. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ისევე, როგორც ”ევროპულ საქართველოში” პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამ საკითხზე კონკრეტული ხედვა არ აქვთ.

დღის ამბები