17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
სამასი არაგველის ქუჩის მოსახლეობა მოუწესრიგებელ საგზაო და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს

ისანში, სამასი არაგველის ქუჩის მოსახლეობა მოუწესრიგებელ საგზაო და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, ელენე ხოშტარიასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემების შესახებ მათ გამგეობას და მერიას რამდენჯერმე მიმართეს. ქუჩაზე შეუძლებელია ავტომანქანით გადაადგილება, არ არსებობს სანიაღვრე არხები და ამორტიზირებულია საკანალიზაციო სისტემა.

„ეს არის 2 წლის წინ დაგებული გზა და ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ არასწორად იხარჯება ფული და იფლანგება. მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი პრობლემა, იმიტომ რომ ყოველი წვიმა მათთვის არის, არ ვიცი, თავზე ექცევათ ყველაფერი და ისედაც, აქ გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია. პირდაპირ მივმართავთ მერიას და გამგეობას, არ მოვეშვებით ამ საკითხს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები