17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლილე ლიპარტელიანთან ერთად, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლილე ლიპარტელიანთან ერთად, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობა სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, თბილისი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის დროს მოსალოდნელ საფრთხეს აპროტესტებს და პრობლემის კანონიერი გზით მოგვარებას ითხოვს.

განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგას რამოდენიმე კორპუსი, რომელიც ამორტიზირებულია და სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ჩამონგრევა ემუქრება.

„ეს მაგისტრალი გაივლის ზუსტად 7 მეტრის კორპუსიდან. ყველა შენობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, მითუმეტეს თუ ის ავარიულია. ეს კორპუსები ყველა ავარიულია პრაქტიკულად. ახლა ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცვივა დიდი ზომის ბეტონის ფილები კორპუსში და ჯერ აქ მშენებლობაც არ არის დაწყებული და რა მოხდება, როდესაც აქ მშენებლობა მთელი ძალით დაიწყება. ეს ხალხი სრულიად მართებულად ითხოვს, რომ მათ სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის რაიონში ლილე ლიპარტელიანი ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა ფუნდამენტური უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.

დღის ამბები