17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
არჩევნები აშშ-ში - დონალდ ტრამპის სიძე რუსეთთან გარიგებას უარყოფს

დონალდ ტრამპის სიძე რუსეთთან გარიგებას უარყოფს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ჯარედ კუშნერმა სენატის დაზვერვის კომიტეტში დაკითხვამდე გამოაქვეყნა. პრეზიდენტის სიძე ირწმუნება, რომ არც ის და არც ვინმე ტრამპის წინასაარჩევნო შტაბიდან არ გარიგებია რუსეთის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის მიზნით.

ჯარედ კუშნერი შეკითხვებს დღეს დახურულ კარს მიღმა უპასუხებს, უკვე ხვალ კი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგება. ამავე საკითხზე 26 ივლისს სენატის იურიდიულ კომიტეტში დონალდ ტრამპი უმცროსი და საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტიც უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა მოსმენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღის ამბები