17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანა - "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა და მმართველი გუნდის პოზიცია

„ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.  პარტია კომისიის შექმნას პარლამენტში იმ არგუმენტით ითხოვს, რომ ყოფილი პრემიერის საქმეში ახალი გარემოებები გამოვლინდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი კორძაიამ სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა "რუსთავი 2-ზე" გადაცემა "აქცენტებში" ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი დაუდასტურა და საქმის დეტალები მოყვა.

კორძაია ყვება, რომ მერაბიშვილი ციხიდან უკანონოდ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი დარბაისელმა გაიყვანეს. მისივე განცხადებით, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა შეთანხმებული იყო მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქმის კურსში იყო სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრი, სოზარ სუბარიც.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს „ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერს.

მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს არასამთავრობო სექტორი.

დღის ამბები