17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის შენიშვნები - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს მარგევლაშვილის მეგობრის პროექტის დაფინანსების გამო აკრიტიკებენ

აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს. მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას უწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში სისხლის სამართლებრივ დარღვევებს ვერ ხედავს, თუმცა გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს.

აუდიტის სამსახურმა შენიშვნები იმის გამო გამოთქვა, რომ ცალკეული პროექტები არა ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

ერთ-ერთი ასეთია პრეზიდენტის სარზერვო ფონდიდან 282,3 ათასი ლარით დაფინანსებული გიორგი მარგველაშილის მეგობრის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის, მამუკა ბერიაშვილს პროექტი. 

ამასთან ერთად, ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებში თანხები უდიდესი ნაწილი ხელფასებში დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშვნები ავტოპარკის მომსახურებისთვის შერჩეული კომპანიის მიმართაც აქვს. დოკუმენტის მიხედვით 2015 წელს, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია, "ავტოსერვისცენტი+", რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ზუსტად ვერ მტკიცდება, აკმაყოფილებდა თუ არა ის სატენედერო პირობებს. თავად "ავტოსერვისცენტი+"-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მათ ტენდერში მონაწილეობა სამართლიანად მიიღეს.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე.

დღის ამბები