17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტის ანგარიში - ირაკლი კობახიძემ ადა მარშანიას საუბრის უფლება არ მისცა

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვური ვიზიტის ანგარიშის წარდგენას საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს უშედეგოდ ცდილობდა. ადა მარშანიას დეტალებზე საუბრის შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა.

ადა მარშანიამ ვიზიტის შესახებ საუბარი დაიწყო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ პარლამენტის ბიურო პარტიის ვიზიტის ანგარიშს არ ისმენს.  მისი თქმით, პარტიულ ვიზიტებზე საუბარი ხდება ღია ბრიფინგიდან, რაზეც ადა მარშანია არ დაეთანხმა. მან აღნიშნა, რომ საკითხები სერიოზული და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ამის შემდეგ ბიუროს სხდომის ტრანსლირებაც შეწყდა.

ბიუროს სხდომის შემდეგ, „კურიერი“ შეეცადა ადა მარშანიასთვის კითხვები დაესვა ვიზიტის შესახებ, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა განუცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან ამ თემაზე განცხადებას არ გააკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი კობახიძეს გადაწყვეტილება მოუწონა, საპარლამენტო უმცირესობამ კი ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ ღიად თანამშრომლობს.

დღის ამბები