17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
3 დღე შავი ზღვის ჯაზფესტივალის გახსნამდე - მაყურებლების წინაშე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან

შავი ზღვის ჯაზფესტივალის გახსნამდე 3 დღე დარჩა. ბათუმის კორტებზე შეკრებილი სტუმრების წინაშე ერთ-ერთი პირველი, ჯემიროქუაი წარსდგება.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ახალი ალბომით და რეპერტუარით ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ ტრიო „დელა სოული“ საქართველოში მაყურებლის წინაშე პირველად გამოვა.

სამ-დღიანი ფესტივალის ბოლო სტუმარი, გრემის და ბრიტ ევარდის გამარჯვებული, 28 წლის ჯო სტოუნია.

ჯაზ ფესტივალის საკონცერტო დარბაზად წელსაც ბათუმის კორტები გადაკეთდება, ამჯერად ტერიტორია ზონებად დაიყო და სივრცე მეტ ადამიანს დაიტევს.

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები