17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
შვეიცარიის პოლიცია ამ დრომდე 51 წლის მამაკაცს ეძებს, რომელიც მოქალაქეებს ელექტრო ხერხით თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება. სამართალდამცველებს მამაკაცი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მოქალაქეებს ელექტრო ხერხით დაესხა თავს, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ძებნილი პირი იარაღის უკანონო ტარებისთვის წარსულში ორჯერ ნასამართლევი 51 წლის ადგილობრივი აღმოჩნდა, რომელიც ტყეში ცხოვრობს.

თავდასხმა ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ქუჩაზე დილის 11-ის ნახევარზე მოხდა. ელექტრო ხერხით შეიარაღებული მამაკაცი სადაზღვეო კომპანიის ოფისში შეიჭრა და 5 ადამიანი დაჭრა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

გამოძიება ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით ვერც თავდასხმის ზუსტ მოტივს ასახელებს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები