საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტგამოცემა „Обозреватель“-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია მათ ჟურნალისტს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დაუდასტურა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მე-19 მუხლზე დაყრდნობით შეუწყვიტეს.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით რადას დეპუტატმა და უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მრჩეველმაც გაავრცელეს.