17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
მუქარა პოლიციელის მხრიდან - სასამართლო დაკავებული პოლიციელისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს 

დაკავებული პოლიციელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელი არჩილ დევრიშაძე გასულ პარასკევს ქალაქ ქობულეთში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დაკავებული სამართალდამცველის ადვოკატის თეიმურაზ ქავშიბაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და დაზარალებული რომან ქათამაძე იტყუება.

პროცესს თავად დაზარალებულიც ესწრება, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციელი მას მოკვლით ემუქრებოდა და მის საცხოვრებელ სახლს ესროლა. სკანდალურ საქმეზე პროკურატურამ 6 პირი დაზარალებულად სცნო.

დღის ამბები