17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ავარია კახეთში - შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა 

კახეთში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან მოხდა. გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე ტრავმებით ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ გავაზიდან არიან. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც შსს-ში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. 

დღის ამბები