17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
"პოროშენკო მსოფლიოს ყველა დიქტატორს უსწრებს!" - დავით საყვარელიძე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება

"პოროშენკო მსოფლიოს ყველა დიქტატორს უსწრებს,“ - ეს განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, საკუთარი Facebook-ის გვერდზე, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებაზე გააკეთა.

მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ექს-პრეზიდენტის, იანუკოვიჩის გზას დაადგა.

დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„პოროშენკო მსოფლიოს ყველა დიქტატორს უსწრებს: წაართვა მოქალაქეობა სააკაშვილს და მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა. როგორი შეშინებულია...!

"ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება. ნათელია, რომ ურკაინამ მორიგი „იანუკოვიჩი“ მიიღო - მხოლოდ, ინგლისურად მოლაპარაკე.

"ყველასთვის უკვე გასაგებია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება - უკრაინა, როგორც სახელმწიფო, თვითგადარჩენის წინაშე დგას. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და ქვეყანაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა.

"მაგრამ ეს ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგვაჩერებს - მიხეილ სააკაშვილის ახალ ძალას. პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტი პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულთან მიგვაახლოვებს!!!

"ჩვენ ახალშექმნილ შტაბებთან გვექნება კოორდინაცია სამომავლო ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით და ვივლით წინ, მივიღებთ ყველა საჭირო ზომას!

"ვინ არის ჩვენთან ერთად სიმართლისთვის?!“

შეგასხენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები