19 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ხანძარი "რუსთავი 2"-ის შენობაში

ხანძარი "რუსთავი 2"-ის შენობაში. სამაუწყებლო კომპანიაში ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია დეკორაციის საწყობი. სამაშველო სამსახური "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ. 

მოხდა შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია. მათ თავიანთი ძალებით გამოიტანეს კომპანიიდან ტექნიკაც. 

სახანძრო სამსახურების მოსვლამდე, ისინი დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლმაქრების საშუალებით ხანძრის ჩაქრობას ცდილოდნენ.

ამ წუთებში ტელევიზიის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის 5 მანქანა მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ასევე მუშაობენ სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე დაუდგენელია, რა ზარალი მიადგა კომპანიას. 

დღის ამბები