05 დეკემბერი 2024,   04:52
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"რუსთავი 2“-ის შენობის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. 

შეტყობინების მიღებიდან 7 წუთში, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მოხდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება, მათ შორის - 5 ცისტერნის. ტელევიზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს. მათი დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, 300-400 კვ/მ ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვ/მ-დე გავრცელდა. 

"ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები