18 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
რა ხდებოდა ხანძრის შედეგად "რუსთავი 2-ის" ოფისში - ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია

„რუსთავი 2-ის“ მთავარი ოფისის შენობაში ხანძარი ღამის 12:00 საათისთვის, სტუდიების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. მეხანძრეების მოსვლამდე, ხანძრის შეჩერებას კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცეცხლმაქრებით ცდილობდნენ. მათ შენობიდან ტელევიზიის ტექნიკა სასწრაფოდ გამოიტანეს.

ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. რამდენიმე წუთით „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობაც შეწყდა. იყო საშიშროება სტუდიების ფლიგელიდან ცეცხლი სამონტაჟოებსა და ნიუსერუმშიც გავრცელებულიყო.

გვიან ღამით ტელევიზიის ეზოში "რუსთავი 2"-ის გულშემატკივრებიც შეიკრიბნენ. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მერობის კანდიდატები მოვიდნენ. მათ ხელისუფლებას მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ექსპერტ-კრიმინალისტები „რუსთავი 2"-ში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დამწვარია დეკორაციები და კვამლის სუნი ტელევიზიაში ამ დრომდე რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები