26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, საქართველოს მეოთხე, მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მან განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. 

"იმ დროს, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები