17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
"სახეზეა გარიგება ორ ოლიგარქს შორის" - ზაზა ბიბილაშვილი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი, უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს.

“უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ სახეზეა გარიგება ორ ოლიგარქს შორის, გარიგება რომლის მიზნები სრულ თანხვედრაშია ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის, რუსეთის მიზნებთან. იმედი გვქონდა, რომ 5 წლის თავზე მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებდა და გადააბიჯებდა იმ ვიწრო პარტიულ ბოღმას, რომელიც მას ჰქონდა და სახელმწიფოებრივად მიუდგებოდა მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობას. სამწუხაროდ ამის ნაცვლად დღეს აშკარაა, რომ ის ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომელიც მას ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას იყო სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის და დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციის დევნა საქართველოში,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.  

დღის ამბები