26 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ხანძარი "რუსთავი 2-ში" - კომპანიის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

"რუსთავი 2"-ში გუშინ მომხდარი ხანძრის გამო კომპანიის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. სამართალდამცავები არხის ჟურნალისტებს, დეკორატორებს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს კითხავენ.

მათი ძირითადი ინტერესია - სად, როდის და რა ვითარებაში შენიშნეს ხანძარი თვითმხილველებმა. ამ დროისთვის "რუსთავი 2-ის" ათამდე თანამშრომელია გამოკითხული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები