17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
გიორგი ლომიამ მისი ყოფილი თანაპარტიელის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიატანა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია, ამავე პარტიის ყოფილი ანალიტიკოსის, ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ლატარიას ცილისწამებაში და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ირაკლი ლატარია გიორგი ლომიას ცემაში ადანაშაულებს. ლატარიას თქმით, ის პარტიის ოფისში მას შემდეგ სცემეს, რაც მის ერთგულებაში ეჭვი შეიტანეს.

„ეს არის ღირსებისა და პატივის შელახვის სარჩელი. ლატარიას რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს, არ ვიცი. ფულს დაჰპირდნენ, რაიმე თბილ ადგილს ხელისუფლებაში, არ ვიცი, ეს ლატარიას კითხეთ. როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებს ადამიანს, რაღაც დამადასტურებელი მაინც უნდა ჰქონდეს,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დეპუტატის თქმით, მას გარკვეული მასალები აქვს, რომლებსაც ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ გამოიყენებს.

„ჩვენ გაგვაჩნია მასალები, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ პროკურატურას მის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

ლომიას ადვოკატი, მამუკა ტუსკაძე აცხადებს, რომ ლატარიამ, პრაქტიკულად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ლატარიასგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები