20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
"კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, ეჭვქვეშ აყენებს

"კურიერმა" ის დოკუმენტები მოიპოვა, რომლითაც პირდაპირ დგინდება, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკური მოტივები აქვს. დოკუმენტი რომელშიც უკრაინის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ასახული, 2015 წლის 31 მარტით თარიღდება და ქართული მხარის მოთხოვნას პასუხობს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ უკრაინის ხელისუფლება, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებამდე სრულად ფლობდა ინფორმაციას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე, თუმცა 2015 წელს ეს დევნა მან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ჩათვალა და სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

თავად მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში იმყოფება "კურიერთან" ინტერვიუში, ამბობს, რომ პეტრო პოროშენკომ, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტით ღიად თქვა, რომ სააკაშვილი მისი და ოლიგარქების მთავრი პრობლემაა. სააკაშვილი ინტერვიუში, პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტსაც იხსენებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, საქართველოს არაფორმალურ მმართველთან შეხვედრის დროს მიიღო.

ღია პოლიტიკური ზეწოლის და უპრეცენდენტო გადაწყვეტილებების ფონზე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინული პოლიტიკად გაქრობას არ აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმ დროს შეუწყვიტეს, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ახლაც შეერთებულ შტატებშია. უცნობია როდის და რა ფორმით აპირებს პოროშენკოს მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინაში ჩასვლას და პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას.

დღის ამბები