15 მაისი 2024,   23:19
ვრცლად
პრეზიდენტს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, რომ უზრდელობის ავტორს ხელი დააფაროს - უმრავლესობა მარგველაშვილს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდის დეპუტატების თქმით, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან სახეზეა ღია კონფრონტაცია.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მისი საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე მის მიერ არაეთიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, დაიცვა.

"კონსტიტუციის დარიგებას, უმჯობესია მისი წაკითხვა და პატივისცემა. პრეზიდენტი თუ თავის კონსტიტუციური უფლებამოსილებას დაუბრუნდება და მათ შორის, თუ კონსტიტუციის პატივისცემას დაიწყებს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ აუცილებლად იქნება ინსტიტუტების პატივისცემის დემონსტრირება მისი და მისი წარმომადგენლების მხრიდან. ეს არ არის გამოგონილი დაპირისპირება, ჩვენ ვხედავთ ამ ღია კონფრონტაციას, სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ დიდი ხანია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი გუნდის წევრები პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ანა დოლიძის განცხადებას „არაეთიკურსა და უზრდელურს“ უწოდებენ.

„სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ სარბიელზე, რომელსაც პრეზიდენტი მომავლისთვის იმზადებს, ის ვერ ხედავს ურთიერთობის რეალურ პრობლემას და შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებაში უზრდელობისა და არაეთიკური გამონათქვამების ავტორს ხელი დააფაროს,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები