15 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
არასამთავრობოები ევროსასამართლოში მოსამართლეების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვენ

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები. არასამთავრობოებმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

კოალიციის წვერების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

კოალიციას მიაჩნია, რომ თუ კომისიის შემადგენლობა კვლავ ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები ისევ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან. კომისია კი იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას და როგორც წინა ორ შემთხვევაში, ისევ ვერ მოხერხდება ევროსაბჭოსთვის მისაღები კანდიდატურების შერჩევა პოლიტიკური ლობირების გარეშე.

„უკვე იმდენად მარგინალიზებულია ეს პროცესი და ამ პროცესმა იმდენი მარცხი განიცადა, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ხელისუფლებასაც უნდა გასჩენოდა წესით,“- განაცხადა ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ბერაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კომისია დაკომპლექტდეს ძირითადად დამოუკიდებელი ინსტიტუტების წარმომადგენლებით.

„ჩვენ ვთვლით, რომ თუკი ისევ სახელისუფლებო წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული კომისია, ამ შემთხვევაში კოალიციის ჩართულობა იქნება ნომინალური და შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ ჩვენი პოზიციით გამართლებული აღარ იქნება ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

არასამთვრობო ორგანიზაციათა მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა უპასუხა. მისი თქმით, კომისიის შემადგენლობა, პროცედურები და წესები არ შეიცვლება.

„ძალიან დასანანია ის, რომ საიას თავმჯდომარე, როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. აც შეეხება მათ მოთხოვნას, რომ ბოიკოტს უცხადებენ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არსამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, ამგვარი არცერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად, ამის პრაქტიკა არ არსებობს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

დღის ამბები