24 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
ბელიაშვილის ქუჩაზე, 13 წლის განმავლობაში დამწყვდეული დათვის გადარჩენას ცხოველთა უფლებების დამცველები ცდილობდნენ

ბელიაშვილის ქუჩაზე 13 წლის განმავლობაში გამოკეტილი დათვის გადასარჩენად წუხელ ”პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი ცდილობდნენ.

ცხოველთა უფლებების დამცველები მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ დაწესებულებასთან, სადაც მათი თქმით, დათვს დიდი ხანია სასტიკად ექცევიან.

ნატა ფერაძე უხეშ კანონდარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ცხოველი სასწრაფო უნდა იქნას გათავისუფლებული.

დღის ამბები