17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
"თბილისის მერია იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად"- ზალიკო უდუმაშვილი

"სახეზეა ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი,"- ასე გამოეხმაურა "კურიერში" გაჟღერებულ ინფორმაციას დავით ნარმანიას მიერ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესახებ,  „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი. ზალიკო უდუმაშვილმა თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ განკარგულებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"თბილისის მერია იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს იმ ადამიანთა სია, ვინც ერთი ხელმოწერით დაასაქმა თბილისის მერმა და მათ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები დაუნიშნა,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, დედაქალაქის მერი კორუფციულ გარიგებებში არის ჩართული. ზალიკო უდუმაშვლის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მერიაში ადამიანები დასაქმდებიან ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით და არა პარტიული ნიშნით. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები