17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
"დიქტატორმა პოროშენკომ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ავტობუსით გადაუარა" -სტატია "Huffington Post"-ში

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ატლანტიკური საბჭოს და ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვრცელ სტატიას უძღვნის. პუბლიკაცია სათაურით "დიქტატორმა პოროშენკომ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ავტობუსით გადაუარა" დაიან ფრანსისმა "Huffington Post"-ში გამოაქვეყნა.

ავტორი მიუთითებს, რომ 2015 წლის შემდეგ პოროშენკოს ხელისუფლებამ ორჯერ თქვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი, რადგან მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.

ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან მებრძოლ ფიგურად ასახელებს და წერს, რომ პოროშენკოს შეტევა ანტიკორუფციულ მოძრაობაზე ხელს შეუწყობს სააკაშვილს, რომელიც მსოფლიოსთვის მეგაფონი გახდება.

"ის უკვე მედიაა ძვირფასო და საუბრობს 5 ენაზე და ახლა გახდა ბიჭი პოსტერიდან კორუფციის მსხვერპლთათვის, ისევე როგორც ვლადიმერ პუტინისთვის,"- წერს ავტორი.

სტატიის ავტორის თქმით, სააკაშვილს უნდა მოუსმინონ უნივერსიტეტებში, კონფერენციებზე, კონგრესის მოსმენებზე, რადგან ის ფლობს ინფორმაციას რუსეთის ბინძურ მეთოდებსა და მათ დანაშაულებრივ პარტნიორებზე უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის საზოგადოება, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მსოფლიო სავალუტო ფონდი გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას და მიიჩნევს, რომ ასევე უნდა მოიქცეს სააკაშვილი, იმ მიზნით, რომ ბრძოლა კორუფციისა და რუსეთის წინააღმდეგ დღის წესრიგში შეინარჩუნოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები