17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
უკრაინელი პილოტები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - მგზავრებით სავსე Airbus A320-ის ავარიული დაშვება 

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინელი პილოტები მოექცნენ, რომლებმაც შტორმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებული თვითმფრინავი ავარიულად დასვეს. მგზავრებით სავსე Airbus A320, რომელიც რეისს სტამბოლიდან ხარკოვის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში შტორმში მოჰყვა, ლაინერი 1200 მეტრის სიმაღლეზე იყო, როდესაც ის სეტყვამ დააზიანა.

თვითმფრინავის წინა ნაწილი და საქარე მინა იმდენად დაზიანდა რომ პილოტებს ლაინერის დასმა ბრმად მოუხდათ. დისპეჩერებს წარმატებული დაშვების იმედი არ ჰქონდათ, რის გამოც ასაფრენ ბილიკთან სამაშველო სამსახურებიც იყო მობილიზებული, თუმცა ავარიული დაშვების შედეგად ბორტზე მყოფი 127-ვე ადამიანი უვნებელი გადარჩა.

დღის ამბები