17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ბრინჯაოს ქანდაკება "აპოქსიომენოსი" - ხორვატიის კუნძულზე უნიკალური მუზეუმი გაიხსნა

ხორვატიის კუნძულზე უნიკალური მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც ერთადერთი ფასდაუდებელი არტეფაქტია გამოფენილი. საუბარია ანტიკურ ბერძნულ ქანდაკებაზე, რომელიც ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. 300 კილოგრამიანი ბრინჯაოს ქანდაკება სახელწოდებით აპოქსიომენოსი ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნით თარიღდება. ის სრულიად შემთხვევით ბელგიელმა ტურისტმა დაივინგის დროს 1996 წელს აღმოჩინა.

ზღვის ფსკერიდან ქანდაკების ამოტანას სპეციალისტებმა სამი წელიწადი მოანდომეს. კვლევების დასრულების შემდეგ ის ევროპის ქვეყნებში გამოფინეს. საბოლოოდ კი აღმოჩენის ადგილას მუზეუმი შექმნეს, რომელიც მხოლოდ ამ ქანდაკების ისტორიას ეძღვნება.

სპეციალისტების დასკვნით, შიშველი ათლეტის ქანდაკება ბერძენმა მოქანდაკეებმა სავარაუდოდ მდიდარი რომაელის დაკვეთით შექმნეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის იტალიაში გადაზიდვისას სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაიკარგა.

დღის ამბები