17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
"ნახევარი მილიონი გვიჯდება ქალაქს, მერიაში პიარშიკების და საარჩევნო სპეციალისტების დასაქმება," - ელენე ხოშტარია

„კურიერში" გაჟღერებულ ინფორმაციას დავით ნარმანიას მიერ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესახებ, პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ეხმაურება.

ელენე ხოშტარია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მერიაში ვითარება პოლიტიზირებულია და თანხების გაფლანგვაზე საუბრობს. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იყო ეს ხელშეკრულებით გადაყვანა, თუ კანონიდან გამომდინარე იყო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ გამოჩნდა, რომ ნარმანია საერთოდ არ ფლობს სიტუაციას და მთელი დღის განმავლობაში უბრალოდ არ იცის რა ხდება მიერ მერიაში და პასუხი ვერ გასცა ამ საკითხს. ის, რომ მერია დღეს არის ძალიან გაბერილი, ბევრი ფული იხარჯება ბიუროკრატიაზე, ეს არის ცალსახა და არის ხალხის ფულის არასწორად, უსამართლოდ ხარჯვა. კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ჩვენ ნახევარი მილიონი გვიჯდება ქალაქს, მერიაში პიარშიკების და საარჩევნო სპეციალისტების დასაქმება, რაც მოხდა ახლა, საარჩევნოდ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები